შრომით და ეკოლოგიურ მიგრანტ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
დღეს, საზოგადოებრივ კოლეჯ „ახალ ტალღაში“ 48 შრომით და ეკოლოგიურ მიგრანტ სტუდენტს სამთვიანი სასწავლო კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ.
კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ "ინტელექტის" გამგეობის თავმჯდომარემ ლევან გობაძემ და "ახალი ტალღის" დირექტორის მოადგილემ კახა ბოლქვაძემ გადასცეს.
ბენეფიციარებმა მოკლევადიანი პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსი (სასწავლო გრანტი) პროექტ „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში გაიარეს, რომელსაც „ინტელექტი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ასევე, დღესვე საზოგადოებრივ კოლეჯ ,,ახალ ტალღაში’’ კონდიტერის სპეციალობის მოსამზადებელ კურსზე სწავლა დაიწყო 16 ეკოლოგიურმა და შრომითმა მიგრანტმა.
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონში დაბრუნებული, პოტენციური და ეკომიგრანტებისათვის გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი ცხოვრების ღირსეული პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მიგრაციისა და განვითარების საკითხების დაკავშირება და მიგრანტთა ჩართულობის დონის ამაღლება რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესებში.