„ოცნების ქალაქში“ მიგრანტთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა
„ოცნების ქალაქი“ ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ინიციატივითა და ხელშეწყობით, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ჩამოყალიბდა. იგი მიგრანტთა უფლებების დაცვასა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იმუშავებს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ეკოლოგიური და შრომითი მიგრანტების გააქტიურებას, საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლას და საკუთარი უფლებების დაცვის საკითხებში მათი ჩართულობის დონის გაზრდას.
ორგანიზაცია 6 წევრისგან (3 ქალი, 3 კაცი) შედგება და მას „ოცნების ქალაქის“ ერთ-ერთი მკვიდრი - მარინა ბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც დასახლებაში მაღალი ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობს.
„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლები არასამთავრობო ორგანიზაციის ჩამოყალიბებას დადებითად აფასებენ და იმედი აქვთ, რომ აღნიშნული ორგანიზაცია იზრუნებს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
ორგანიზაცია „ოცნების ქალაქის“ წევრი, სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები შეიძლება გახდეს, ასევე აქტიურად ჩაერთოს ორგანიზაციის საქმიანობაში და გვერდით დაუდგეს დამფუძნებლებს.