ფიზიკური აღზრდის პედაგოგები თავისუფალ ჭიდაობაში წვრთნებს გადიან
ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში არსებული საჯარო სკოლების ფიზიკური აღზრდის პედაგოგები თავისუფალ ჭიდაობაში წვრთნებს გადიან.
პედაგოგთა გადამზადების მიზანია თემში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტული განათლებისა და თავისუფალი დროის შინაარსიანი ათვისების შესაძლებლობის ამაღლება; თემში მცხოვრები ახალგაზრდების სპორტული პოტენციალის ათვისება თავისუფალი ჭიდაობის კუთხით; მომავალი, პერსპექტიული სპორტსმენების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა სპორტის ამ სახეობებში; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია თემის ახალგაზრდებში.
რიყეთის თემს ჭიადობის მიმართულებით გაზრდილი ყავს არაერთი ჩემპიონი და პრიზიორი, ისეთ ვითარებაში, როგორიცაა საჭიდაო ინვენტარის, ინფრასტრუქტურის, პროფესიონალი მწვრთნელების არარსებობა.
ბათუმის სასპორტო სკოლის ბაზაზე პროექტის „სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა“ ფარგლებში, წვრთნას ამჟამად ხუთი პედაგოგი გადის. ამავე პროექტის ფარგლებში გაუმჯობესდა საჭიდაო ინფრასტრუქტურა (სკოლებისთვის შეძენილია საჭიდაო ლეიბები და ჩუჩელები).
პროექტი „სოფლის განვითარების საპილოტე პროგრამა“ განახორციელა ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.