"ინტელექტი" 10 წლისაა
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი "ინტელექტი" 10 წლისაა. 1998 წლიდან "ინტელექტი" ყოველთვის ერთგულად ემსახურებოდა მის უმთავრეს ფუნქციას: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და მესამე სექტორის (NGO) განვითარებას. კავშირს თავისი რესურსები და შესაძლებლობები მიმართული აქვს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების, საბაზრო პრინციპების დამკვიდრებისაკენ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისაკენ, აგრეთვე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დამკვიდრების და პროპაგანდის საკითხებისაკენ.
დღეისათვის "ინტელექტის" საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს დემოკრატიული პროცესების განვითარების მხარდაჭერა, მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერებისა და აქტიურობის გაზრდა, ბიუჯეტის განკარგვის გამჭვირვალობა, ბიუჯეტის მიზნობრიობა და ეფექტურობის გაზრდა, მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება თვითმმართველობის პროცესებში.
არსებობის მანძილზე "ინტელექტმა" 12 სხვადასხვა პროექტი წარმატებით განახორციელა. დღეისათვის თამამდ შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის კავშირი საკმაოდ ძლიერ, ავტორიტეტულ და კონკურენტუნარიან ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომლის თანამშრომლები და გამგეობის წევრები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ როგორც მთავრობაში, ასევე მოსახლეობის ფართო ფენებში.
თუმცა "ინტელექტი" აქ შეჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ გეგმავს უფრო აქტიურად შეუწყოს ხელს რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.