პროექტის "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" პრეზენტაცია
25 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა "ინტელექტი" ახალი პროექტის "თემთა მობილიზაციის ინიციატივა" პრეზენტაცია გამართა. რომელზეც მოწვეული იყვნენ ევროკავშირის ელჩის თანაშემწე და პროგრამების დირექტორი მარტინ კლაუკე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეები და გამგებლები, აჭარაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა, მონაწილეებმა და სტუმრებმა პროექტს დადებითი შეფასება მისცეს და ისაუბრეს პროექტის აქტუალობაზე და მნიშვნელობაზე. პროექტით კმაყოფილი დარჩნენ აგრეთვე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც, თავისი მხრიდან "ინტელქტს" პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობას დაპირდნენ.