ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2006 წელს განხორციელებული მიზნობრივი პროგრამები
მიზნობრივი პროგრამა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად და ქვეყნის განვითარების მოცემული ეტაპისათვის განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად მუშავდება. მიზნობრივი პროგრამა უნდა მოიცავდეს პროგრამის ძირითად არსს, პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს, მოცემულ ეტაპზე მისი რეალიზაციის აუცილებლობის დასაბუთებას, პროგრამის განხორციელების შედეგად მიღებულ მოსალოდნელ სოციალურ-ეკონომიკურ და ფინანსურ ეფექტს. პროგრამაში ასახული უნდა იყოს პროგრამის სახელწოდება, განხორციელების ვადები, ბიუჯეტი, საჭირო ინვესტიციები გაწერილი ვადების მიხედვით.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2006 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის მიხედვით გათვალისწინებული იყო შემდეგი მიზნობრივი პროგრამები: ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც განისაზღვრა 140 000 ლარით, სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს პროგრამა –150 000 ლარით, I ჯგუფის უსინათლო ინვალიდებზე, მარტოხელა უმწეო პენსიონერებზე და დედ-მამით ობოლ ბავშვთა ოჯახების შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა – 53 400 ლარი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახებისთვის მე-5, მე-6, მე-7 და მეტი შვილის დაბადებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების პროგრამა – 3000 ლარი.
ამჟამად ჩვენი ყურადგება გვინდა მიზნობრივი პროგრამების შედგენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე შევაჩეროთ.
2006 წლისათვის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და ვეტერანთა საქმეების განყოფილებამ შეადგინა ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახების წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც შემდეგ დახმარებებსა და შეღავათებს ითვალისწინებს:
1. ომის ვეტერანების გაზით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის შედეგადაც ომის ინვალიდებსა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები ღებულობენ 10,8 ლარის ოდენობის ტალონებს, ხოლო ომის მონაწილეები, მათთან გათანაბრებული პირები და სამხედრო ძალების ვეტერანები 8.1 ლარის ოდენობის ტალონებს, რომლის მიღეების შემდეგაც ხდება ამ ტალონების განაღდება. შედარებით დაბალ თემებში თხევადი აირის მიწოდება ხორციელდება ბინაზე მიტანით, მაგრამ მაღალ მთიან თემებში თხევადი აირის მიწოდება ხდება ადმინისტრაციულ ცენტრებში და აქ თავს იჩენს პრობლემა თხევადი აირის მოსახლეობისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით.
2. ომის ვეტერანების ტელეფონის სააბონენტო გადასახადით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის მიხედვითაც ომის ინვალიდებისა და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისათვის გამოიყოფა 4 ლარის ოდენობის დახმარება, ხოლო ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის 2 ლარის (50%) ოდენობის დახმარება ტელეფონის გადასახადის სახით.
3. ომის ვეტერანების კომუნალური მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომების მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სანდასუფთავებისა და წყალმომარაგების ხარჯების დაფარვას, რომელიც შეადგენს თვეში 1 ლარს.
4. ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის საქალაქო, საგარეუბნო და რაიონის ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პროგრამა (აქ არ არის გათვალისწინებული კერძო სამარშუტო ტაქსებით უფასო მგზავრობა). ამ ქვეპროგრამით ასევე გათვალისწინებულია ქვეყნის ტერიტორიაზე სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტით ერთხელ მგზავრობა.
5.ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სარეაბილიტაციო და სამკურნალო ტიპის კურორტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.
6. ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის დასასვენებელი სახლებითა და სანატორიუმებით უზრუნველყოფის პროგრამა.
7. ომის ინვალიდებისათვის, ომში დაღუპულთა ოჯახებისათვის, ომის მონაწილეებისათვის, მათთან გათანაბრებული პირებისათვის და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სარიტუალო მომსახურეობის, უკვდავყოფის და სადღესასწაულო დღეების უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა უკვდავყოფას, სადღესასწაულო დღეების ორგანიზებას.
ამ ქვეპროგრამებში ასახული ინფორმაცია ძალიან მწირი და შაბლონური ხასიათისაა. მიზნობრივ პროგრამაში დეტალურად უნდა იყოს ასახული ის პრობლემები, რომელთან დაკავშირებითაც იქმნება ეს პროგრამა, აუცილებელია მისი აქტუალურობის დასაბუთება, რისი დადგენაც მხოლოდ პრობლემის კარგად გაცნობის შემთხვევაშია შესაძლებელი. მასში უნდა იყოს ასახული თუ რა მიზანს ემსახურება ამ პროგრამის განხორციელება. ხშირია შემთხვევები, როცა მოსახლეობას ვერ გაურკვევია თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება და რა რაოდენობის დახმარება უნდა აიღოს. ქვეპროგრამაში მოცემული ინფორმაცია დაწვრილებითი და ადვილად გასაგები უნდა იყოს. ქვეპროგრამაში მითითებულია, რომ მოსარგებლე პირები განისაზღვრება კანონის საფუძველზე, გარდა იმისა აუცილებელია მას თან ერთვოდეს განმარტებებიც, რადგან მოსახლეობას ამ პროგრამის გაცნობის შემდეგ შეექმნას შთაბეჭდილება თუ რა კატეგორიისთვის არის განკუთვნილი ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარება.
თითოეულ ქვეპროგრამაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი პროგრამის განხორციელების გზები, სადაც ნაჩვენები იქნება ქვეპროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, მოსახლეობისთვის დახმარების მიწოდების გზები. მაგალითისთვის, ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპლთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა გაზით უზრუნველყოფის პროგრამაში დაწვრილებით უნდა იყოს ინფორმაცია ქვეპროგრამით გათვალისწინებული ტალონებისა და თხევადი აირის დარიგების შესახებ. მასში ყველა პროცედურა უნდა იყოს ასახული, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა შეძლებს ტალონების, ხოლო შემდგომში თხევადი აირის მიღებას.
რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტს, მოცემულ ქვეპროგრამებში აღნიშნულია მხოლოდ ქვეპროგრამის განხორციელებისათვის საჭირო მოჭრილი თანხა, რაც მიუღებლად მიგვაჩნია. ქვეპროგრამის ბიუჯეტში ყოველი მომსახურებისა და ნედლეულის შესყიდვისათვის საჭირო თანხები დეტალურად უნდა იყოს ნაჩვენები.
ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების, სამხედრო ძალების ვეტერანების და მარჩენალდაკარგულთა შეღავათებითა და მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამის არც ერთ ქვეპროგრამაში არ არის ნაჩვენები თუ რა გეგმის მიხედვით მოხდება ამ პროგრამის განხორციელება. სასურველია, რომ ეს გეგმა ნაჩვენები იყოს ცხრილის სახით, რომელშიც ასახული იქნება ამ პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მომსახურების გაწევის ვადები. საერთოდ არ არის ნაჩვენები პროგრამის მოსალოდნელი შედეგები, თუ რა შედეგების მიღებაზე არის გათვლილი ეს პროგრამა. არ არის ნაჩვენები მისი შეფასების კრიტერიუმები.
ზემოთ აღნიშნული პროგრამა განხორციელდება 2007 წელსაც ოღონდ მცირედი ცვლილებებით. წლევანდელ წელს პროგრამიდან ამოღებული იქნა დასვენებისა და სამკურნალო ტიპის კურორტებით, დასავენებელი სახლებითა და სანატორიუმებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამები.
2006 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა სოციალურად დაუცველი ფენისათვის მუნიციპალური უფასო სასადილოს მოწყობის პროგრამა. პროგრამის მიხედვით უნდა მომხდარიყო ქალაქ ქობულეთში და დაბა ჩაქვში მცხოვრები 200 უმწეო ადამიანის გამოკვება. დაბა ჩაქვში ახალი სასადილოს მოწყობა უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ დაბა ჩაქვში ვერ იქნა გამოძებნილი სათანადო შენობა, ეს პროგრამა არ განხორციელებულა, ხოლო დაბა ჩაქვის უფასო სასადილოს პროგრამაზე გათვალისწინებული თანხები გადანაწილდა ქალაქ ქობულეთში არსებულ სასადილოებზე (როგორც ჩვენ გვითხრეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში).
რაც შეეხება პროგრამის შედგენას დაახლოებით იგივე პრობლემებსა და ხარვეზებს ვაწყდებით ამ პროგრამის განხილვისას. პროგრამაში გაურკვევლად არის მითითებული თუ რის საფუძველზე იქნა შერჩეული პროგრამაში მონაწილე 200 ადმიანი. პროგრამაში არ არის ასახული ის პრობლემები რის საფუძველზეც მოხდა ამ პროგრამის შედგენა. განსხვავებით ვეტერანთა პროგრამისგან უფასო სასადილოს პროგრამაში მითითებულია პროგრამის წარმატების შეფასების ინდიკატორები, მაგრამ გაურკვეველია თუ რის საფუძველზე მოახდინეს პროგრამის ამოცანების პრიორიტეტულობის განსაზღვრა.
როგორც წესი მიზნობრივი პროგრამები უნდა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიღების დროს. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელის ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი უკვე მიღებულია, არ არის დამტკიცებული წლევანდელ წელს განსახორციელებელი მიზნობრივი პროგრამები.