ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის კანონშესაბამისობის შესახებ
2006 წლის 22 ნოემბრამდე ქობულეთის რაიონის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 27793 ლარი. განკარგულებების გაცემის პერიოდისათვის მოქმედი კანონმდებლობა პირდაპირ არ განსაზღვრავდა თუ როგორ უნდა მომხდარიყო სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა და ხარჯვა. საქართველოს კანონი "საბიუჯეტო სისტემების შესახებ" განსაზღვრავს მხოლოდ ცენტრალური და ავტონომიური ერთეულების ბიუჯეტების სარეზერვო ფონდების გამოყოფის და ხარჯვის სამართლებრივ საფუძვლებს. მასში არაფერია ნათქვამი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტების სარეზერვო ფონდების შესახებ. ამდენად, რადგან არ არსებობს სხვა სპეციფიკური კანონმდებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა და ხარჯვა უნდა მოექცეს კანონით "საბიუჯეტო სისტემების შესახებ" ცენტრალური და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სარეზერვო ფონდებისთვის დადგენილ სტანდარტულ წესებში.
საქართველოს კანონი "საბიუჯეტო სისტემების შესახებ", მუხლი 13, პუნქტი 2, განსაზღვრავს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ქმნის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესაძლებლობას და საჭიროებას. კერძოდ, კანონი განმარტავს:"სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისთვის, როგორიცა: ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად". მსგავსი სამართლებრივი სივრცეა დადგენილი კანონით "ადგილობრივი თვითმმართველობის მმართველობის შესახებ". კერძოდ, 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტში მითითებულია:" ადგილობრივ ბიუჯეტში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს სარეზერვო ფონდი გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯებისათვის. სარეზერვო ფონდის ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საერთო ხარჯების ორ პროცენტს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქობულეთის რაიონის საკრებულოს შეეძლო დაედგინა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი, რაც შექმნიდა სარეზერვო ფონდის ხარჯვის სამართლებრივ საფუძვლებს. რადგანაც ასეთი სამართლებრივი აქტი საკრებულომ თავისი ინიციატივით არ შექმნა, არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია გეგმავს შესაბამისი რეკომენდაციით მიმართოს საკრებულოს. გარდა ამისა, მომზადდება საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი და საკრებულოს წევრთა ლობირების მეთოდით წარედგინება საკრებულოს შესაბამის კომისიებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა უნდა მოხდეს სტიქიური უბედურებების, ფორსმაჟორული სიტუაციების და ისეთი გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ვალდებულებების არსებობის დროს, რომელთა გათვალისწინებაც ბიუჯეტში წინასწარ შეუძლებელია.
ქობულეთის რაიონის 2006 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა და ხარჯვა განხორციელდა ოცდაცხრა ეტაპად, ანუ ქობულეთის რაიონის გამგებლმა გამოსცა ოცდაცხრა განკარგულება "სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ".
წარმოდგენილ საექსპერტო დასკვნაში დეტალურადაა განხილული და შეფასებული ქობულეთის გამგებლის ოცდაცხრა განკარგულება, რომლებიც შეეხება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფას და ხარჯვას, მაგრამ, მათ ცალ-ცალკე განხილვამდე, ზოგადი შეფასებისათვის, აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქობულეთის გამგებლის მიერ სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა, უმეტეს შემთხვევაში კანონშეუსაბამო, არამიზნობრივი და დაუსაბუთებელია.
1. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 13 თებერვლის №11 განკარგულებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 80 (ოთხმოცი) ლარი 2006 წლის 9 თებერვალს სოფელ ხუცუბანში ნაპოვნი უპატრონო გვამის დაკრძალვისათვის.

აღნიშნული განკარგულებით გახარჯული თანხა შეძლება ჩაითვალოს მიზნობრივად და კანონშესაბამისად ვინაიდან, ქობულეთის რაიონის ბიუჯეტში არ იყო შესაბამისი მუხლი გათვალისწინებული (უპატრონო გვამების დაკრძალვის ხარჯი). სასურველი იყო ბიუჯეტში თავიდანვე ყოფილიყო გათვალისწინებული ასეთი ხარჯი, რაც გამორიცხავდა სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის აუცილებლობას, მაგრამ რადგანაც ბიუჯეტში ასეთი თანხები არ იყო გთვალისწინებული, სარეზერვო ფონდიდან უპატრონო გვამების დაკრძალვის მიზნით თანხების გამოყოფა მიზნობრიუვად უნდა ჩაითვალოს.
ზუსტად იგივე შინაარსის და დანიშნულების განკარგულებები ქობულეთის რაიონის გამგებელმა კიდევ ორჯერ გამოსცა, რომელთაც ცალკ-ცალკე აღარ შევაფასებთ, მხოლოდ წარმოგიდგენთ განკარგულებების გამოცემის თარიღის და თანხის რაიდენობის ნუსხას:
-2006 წლის 4 აპრილი (№50). თანხა _ 80 (ოთხმოცი) ლარი;
-2006 წლის 27 აპრილი (№85). თანხა - 80 (ოთხმოცი) ლარი;
2 . ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 13 თებერვლის №12 განკარგულებით ქობულეთის რაიონის გამგეობის ოთხი თანამშრომლის ასაკის გამო გათავისუფლებასთან დაკავშირებით სარეზერვო ფონდიდან თითოეულს ჯილდოს სახით გამოეყოთ 300 (სამასი) ლარი, სულ 1200 (ათასორასი) ლარი.

ქობულეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელთა განთავისუფლება არანაირად არ წარმოადგენს სტიქიურ უბედურებას და არც მათი ასაკია კატასტროფული მდგომარეობა (თუმცა საინტერესოა ქობულეთის გამგეობა რატომ მიიჩნევს საპირისპიროდ). თანამშრომელთა ასაკი და დამსახურება გამგეობისთვის ბოლო პერიოდში რატომ გახდა "ახალი აღმოჩენა" გაურკვეველია, მით უმეტეს, ამ პირებს ჯილდო დამსახურებისთვის მიეცათ. რა თქმა უნდა მისასალმებელია ხელმძღვანელის მიერ თანამშრომელთა დამსახურების დაფასება, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში. სარეზერვო ფონდიდან ასეთი თანხების გამოყოფა უკანონო და დაუსაბუთებელია.
3. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 14 თებერვლის №15 განკარგულებით ინდ. მეწარმე "ზაურ რომანაძე"-ს სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 799 (შვიდასოთხმოცდაცხრამმეტი) ლარი დავით აღმაშენებლის გამზირის ტროტუარზე უკანონოდ მოწყობილი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟის მიზნით.
აღნიშნული თანხის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან არის უკანონო და არამიზნობრივი, ვინაიდან ქობულეთის რაიონის გამგეობისათვის ბიუჯეტის შემუშავებამდე ცნობილი იყო, რომ აღმაშენებლის გამზირზე არსებობდა უკანონოდ მოწყობილი რკინის კონსტრუქციები და თუკი დაგეგმილი იყო ამ ობიექტების დემონტაჟი, ამისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო რაიონის ბიუჯეტში.
ზუსტად იგივე შინაარსის და დანიშნულების განკარგულებები ქობულეთის რაიონის გამგებელმა კიდევ ორჯერ გამოსცა, რომელთაც ცალკ-ცალკე აღარ შევაფასებთ, მხოლოდ წარმოგიდგენთ განკარგულებების გამოცემის თარიღის და თანხის რაოდენობის ნუსხას:
-2006 წლის 27 თებერვალი (№23). თანხა –1293 (ათასორასოთხმოცდაცამეტი) ლარი;
-2006 წლის 21 მარტი (№40). თანხა - 4760 (ოთხიათასშვიდასსამოცი) ლარი;
-2006 წლის 14 აპრილი (№72). თანხა - 2520 (ორიათასხუთასოცი) ლარი;

4. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 23 თებერვლის №21 განკარგულებით ინდ. მეწარმე დავით აბაშიძეს სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 458 (ოთხასორმოცდათვრამეტი) ლარი ქ. ფოთიდან ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების მიზნით.
აღნიშნული თანხის გახარჯვა ერთის მხრივ არ უნდა ჩაითვალოს მიზნობრივ ხარჯვად, რადგანაც ასეთი ხარჯი არ არის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ვალდებულების შესრულება. მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ რაიონის ბიუჯეტში წინასწარ ვერ იქნებოდა გათვლილი საბიუჯეტო წლის განმავლობაში მოსალოდნელი ჰუმანიტარული დახმარებების მიღება და მასთან დაკავშირებული თანხების გათვალისწინება. ამდენად, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ხარჯვა კანონდარღვევად არ უნდა შეფასდეს.
5. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 2 მარტის №26 განკარგულებით 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით გამგეობაში დასაქმებულ ქალბატონებს ფულადი ჯილდოს სახით სარეზერვო ფონდიდან გამოეყოთ 1568 (ათასხუთასსამოცდარვა) ლარი.
აღნიშნული თანხის გამოყოფა და გახარჯვა სარეზერვო ფონდიდან არის უკანონო. ვინაიდან, ქობულეთის რაიონის გამგეობისთვისთვის 2006 წლამდეც ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ 3 მარტი დედის დღეა და თუ ამ დღისთვის თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს გაცემის სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდათ, ასეთი თანხა თავიდანვე ბიუჯეტში უნა ყოფილიყო გათვალისწინებული, როგორც კულტურულ ღონისძიებათა ხარჯი. ამდენად ფულადი ჯილდოს გასაცემად სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა არამიზნობრივი და დაუსაბუთებელია.
6 . ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 23 მარტის №43 განკარგულებით შპს ,,ინჯგეო სერვისს" სარეზერვო ფონდიდან გამოეყო 364 (სამასსამოცდაოთხი) ლარი სოფ. ზენითში წყალსადენის მშენებლობისათვის საჭირო ტერიტორიის შესწავლისა და ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნის შედგენისათვის.
ასეთი მიზნით თანხის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან კანონშეუსაბამო და არამიზნობრივია, რადგან სოფელ ზენითში წყალსადენის მშენებლობაზე უნდა განხორციელდეს სახელმწიფო შესყიდვა და მის ფარგლებში უნდა მოექცეს საჭირო ტერიტორიის შესწავლა. შესწავლის ხარჯები უნდა დაფარულიყო შესყიდვისათვის განკუთვნილი თანხების ფარგლებში და არა სარეზრვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით.
7. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 3 აპრილის №47 განკარგულებით ქობულეთის რაიონის გამგეობის შენობაში გათბობის სიტემის შეკეთების მიზნით ინდ. მეწარმე ეკა ბაჯელიძეს გამოეყო 1392 (ათასსამასოთხმოცდათორმეტი) ლარი.
ქობულეთის რაიონის გამგეობას ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული აქვს ადმინისტრაციული ხარჯები, რომლითაც უნდა მომხდარიყო გათბობის სიტემის შეკეთება, თუ ასეთი საჭიროება გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებობდა. ბიუჯეტში "ადმინისტრაციული ხარჯის" არარსებობის შემთხვევაშიც, არანაირად არ არის გამართლებული სარეზერვო ფონდიდან ადმინისტრაციული შენობის გათბობის სისტემის შეკეთების მიზნით თანხების გამიყოფა. რამდენადაც ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს სტიქიურ უბედურებას, ფორს მაჟორს ან გადაუდებელ აუცილებლობას. ამდენად სარეზერვო ფონდიდან ასეთი მიზნისათვის თანხის გამოყოფა უნდა შეფასდეს სახელწიფო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი და დაუსაბუთებელ ხარჯვად.
8. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 3 აპრილის №48 განკარგულებით ქობულეთის რაიონის გამგეობის აპარატის გამართული ფუნქციონირების მიზნით ციფრული ფოტო აპარატის და დიქტოფონის შესაძენად გამოიყო 637 (ექვსასოცდაჩვიდმეტი) ლარი.
როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, ქობულეთის რაიონის გამგეობას ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული აქვს ადმინისტრაციული ხარჯი, რომლითაც უნდა განხორციელებულიყო გამგეობის აღჭურვა სხვადასხვა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით. ციფრული ფოტო აპარატის და დიქტოფონის შეძენა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით არ ითვლება სტიქიურ უბედურებად, ფორს მაჟორად ან გადაუდებელ აუცილებლობად, შესაბამისად ასეთი დანიშნულებით სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა არ შეიძლება.
9. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 6 აპრილის №57 განკარგულებით ქობულეთის რაიონის სასამართლოს 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე რაიონის ბიუჯეტის გამგეობის რეზერვიდან გამოყოფილ იქნა 435 (ოთხასოცდათხუთმეტი) ლარი განთავისუფლებულ თანამშრომელზე ნაცდურის ანაზრაურების მიზნით.
სასამართლოთი ნაცდურის ანაზღაურების დაკისრება გამგეობისათვის არანაირად არ წარმოადგენს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საფუძველს, ვინაიდან რაიონის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სასამართლოს ხარჯები და შესაბამისად ბიუჯეტის ამ მუხლიდან უნდა მომხდარიყო ანგარიშსწორება. აქედან გამომდინარე ასეთი სახით სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვა წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯვას.
ზუსტად იგივე შინაარსის და დანიშნულების განკარგულებები ქობულეთის რაიონის გამგებელმა კიდევ ორჯერ გამოსცა, რომელთაც ცალკ-ცალკე აღარ შევაფასებთ, მხოლოდ წარმოგიდგენთ განკარგულებების გამოცემის თარიღის და თანხის რაოდენობის ნუსხას:
-2006 წლის 10 აპრილი (№62). თანხა –300 (სამასი) ლარი;
-2006 წლის 15 სექტემბერი (№178). თანხა –300 (სამასი) ლარი.
10. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 აპრილის №59 განკარგულებით ქობულეთის რაიონის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1092 (ათასოთხმოცდათორმეტი) ლარი 2006 წლის 12-14 აპრილს ქ. თბილისში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ქობულეთის რაიონული წარმომადგენლობითი დელეგაციის მონაწილეობის მიზნით.
აღნიშნული თანხის ხარჯვა სარეზერვო ფონდიდან არის კანონშეუსაბამო და არამიზნობრივი, ვინაიდან ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულია კულტურულ ღონისძიებათა ხარჯები და შესაბამისად ამ ხარჯებიდან უნდა მომხდარიყო თანხის გამოყოფა. ასეც რომ არ ყოფილიყო, ვერანაირი კუტურული ღონისძიება ვერ ჩაითვლება სტიქიურ უბედურებად, ფორს მაჟორად და გადაუდებელი სახელმწიფო ვალდებულებების შესრულებად.
11. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 10 აპრილის №63 განკარგულებით გამოიყო 60 (სამოცი) ლარი სოფელ ზენითში წყალსადენზე წყლის ნიმუშის გამოკვლევისათვის.
განკარგულებაში "სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ" მითითებული არ არის თუ რა დანიშნულება ჰქონდა სოფელ ზენითში წყალსადენზე წყლის ნიმუშის გამოკვლევას. შესაბამისად ამ განკარგულების მიზნობრიობის და კანონიერების შეფასება შეუძლებელია.
12. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 11 აპრილის №65 განკარგულებით ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთში მეწყერის შედეგად დაზიანებული წყალსადენის მილების აღდგენის მიზნით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1200 ლარი.
როგორც დასკვნის შესავალ ნაწილში ავღნიშნეთ სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ერთერთი საფუძველი შეიძლება იყოს სტიქიური უბედურებები. სწორედ ასეთი შემთხვევაა სოფელ ქაქუთში მეწყერის მოსვლა, ამიტომ აღნიშნული განკარგულებით თანხის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან უნდა ჩაითვალოს კანონიერ და მიზნობრივ ხარჯვად.
13. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 23 მაისის №97 განკარგულებით ქობულეთის რაიონის სამობილიზაციო შტაბს გამოეყო 215 (ორასთხუთმეტი) ლარი საკანცელარიო ნივთების შეძენის მიზნით.
აღნიშნული თანხის გამოყოფა სარეზერვო ფონდიდან არის კანონშეუსაბამო და არამიზნობრივი, ვინაიდან რაიონის სამობილიზაციო შტაბს უნდა გააჩნდეს თავისი ბიუჯეტის ფარგლებში ადმინისტრაციული ხარჯი, რომელშიც იქნება გათვალისწინებული საკანცელარიო ნივთების შესყიდვის ხარჯი.
14. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 30 მაისის №102 განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 828 (რვაასოცდარვა) ლარი შპს "ქობულეთსერვისი"-ს ეზოში დასაწყობებული ტალღისებური შიფერის დაცვის მიზნით აყვანილი მოქალაქეების შრომის ასანაზღაურებლად.
ასეთი მიზნით თანხის გამოყოფა არის კანონშეუსაბამო და არამიზნობრივი, ვინაიდან გამგეობის მიერ შესყიდული ტალღისებური შიფერის დასაწყობება შეიძლებოდა ისეთ ადგილას, სადაც გამგეობას არ მოუხდებოდა დამატებით მოქალაქეთა აყვანა დაცვის განხორციელების მიზნით და რაც მთავარია, შიფერის შეძენა არ წარმოადგენს სტიქიურ უბედურებას ან წინასწარ გაუთვალისწინებელ ვალდებულებას, რადგანაც გამგეობა კანონმდებლობის მიხედვით საბიუჯეტო წლის დასაწყისში გეგმავს მთელი წლის შესყიდვებს (ადგენს შესყიდვების წლიურ გეგმას). შესაბამისად შესყიდული საქონლის შენახვისა თუ დაცვის ხარჯები წინასწარვე უნდა გაითვალისწინოს.
ანალოგიურად დანიშნულების განკარგულება ქობულეთის რაიონის გამგებელმა 2006 წლის 24 ივლისის (№152) მეორედ გამოსცა (თანხა 1104 ლარი). ამ გაკარგულებაზეც მთლიანად ვრცელდება ზემოთ აღნიშნული შეფასება.
15. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 12 ივლისის №136 განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 1000 (ათასი) ლარი წვევამდელთა დამატებითი კონტიგენტის ქ. ქობულეთიდან ქ. თბილისში ტრანპორტირების მიზნით.
წვევამდელთა ტრანსპორტირების მიზნით სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა არის კანონშეუსაბამო და არამიზნობრივი, რადგანაც სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდა ფორს მაჟორი და გაუთვალისწინებელი შემთხვევა ნამდვილად არ არის. წვევამდელთა ტრანსპორტირება წარმოადგენს ერთგვარ გეგმიური სახის საქმიანობას, რომლისთვის საჭირო ხარჯების წინასწარ გათვლა ძალზედ მარტივია.
ანალოგიურად დანიშნულების განკარგულება ქობულეთის რაიონის გამგებელმა 2006 წლის 27 სექტემბრის (№184) მეორედ გამოსცა (თანხა 1353 ლარი). ამ გაკარგულებაზეც მთლიანად ვრცელდება ზემოთ აღნიშნული შეფასება.
16. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 14 ივლისის №140 განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან შპს "არქმშენსერვისი+"-ს გამოიყო 1200 (ათასორასი) ლარი ქ. ქობულეთში №6 საჯარო სკოლის მშენებლობისათვის გამოყოფილი 2 ჰა მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის გასაკეთებლად.
საჯარო სკოლის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის გასაკეთებლად სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა არ შეიძლება ჩაითვალოს მიზნობრივ ხარჯვად, რადგან სკოლის მშენებლობა უნდა მოექცეს სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და შესაბამისად შესყიდვის განხორციელების ხარჯებში უნდა ჩაიდოს ასეთი სახის დაფინანსება. აქედან გამომდინარე №6 სკოლის მშენებლობისათვის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული თანხა არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
ანალოგიურად დანიშნულების განკარგულება ქობულეთის რაიონის გამგებელმა 2006 წლის 17 ივლისს (№143) მეორედ გამოსცა (თანხა 250 ლარი). ამ განკარგულებაზეც მთლიანად ვრცელდება ზემოთ აღნიშნული შეფასება.
17. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 18 ივლისის №145 განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან ქობულეთის რაიონის სახანძრო დაცვის ადგილობრივი სამსახურის ბალანსზე რიცხული ძველი ამორტიზირებული სატრანსპორტო საშუალების აღდგენის მიზნით გამოიყო 805 (რვაასხუთი) ლარი.
სახანძრო სამსახურის ძველი ამორტიზირებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და აუცილებელია, თუმცა მისი რემონტი აღნიშნულ შემთხვევაში არ არის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის საფუძველი, რადგან სახანძრო დაცვის ადგილობრივ სამსახურს გააჩნია შესაბამისი ბიუჯეტი და სწორედ ამ დაფინანსების ფარგლებში უნდა მომხდარიყო მისი შეკეთება. როგოც წინა შემთხვევებში იგივე შეძლება ითქვას, რომ ამორტიზირებული სატრანსპორტო საშუალების შეკეთებისათვის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა არის კანონშეუსაბამო და არამიზნობრივი.
18. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 19 ივლისის №146 განკარგულებით ანტირაბიული დახმარებისათვის მიმმართველ პაციენტთა რიცხვის სავარუდოდ მოსალოდნელი ზრდისათვის ანტირაბიული პრეპარატების შესყიდვის მიზნით შპს `ვიტაფარმა~-ს გამოეყო 393 (სამასოთხმოცდაცხრამეტი) ლარი.
სარეზერვო ფონდიდან ასეთი მიზნით თანხის განკარგვა არის კანონშეუსაბამო და არამიზნობრივი, ვინაიდან პრეპარატების შეძენის აუცილებლობა არ იდგა და მისი შეძენის სავალდებულოობა დადასტურებული არ არის. ასეთი შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა მიზნობრივად როცა დადგებოდა პრეპარატების შესყიდვის საჭიროება.
19. ქობულეთის რაიონის გამგებლის 2006 წლის 25 აგვისტოს №166 განკარგულებებით სარეზერვო ფონდიდან შპს იმედი 2006"-ს ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად გამოეყო 2000 (ორიათასი) ლარი.
გამგებლის აღნიშნული განკარგულება, კანონშესაბამისია და სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფა მიზნობრივი და დასაბუთებულია, რადგან ძლიერი ქარი თავისთავად სტიქიური მოვლენაა და მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება წინასწარ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში.