თემზე დაფუძნებული ანტიკორუფციული სამოქალაქო ინიციატივა
დონორი: |
ევროკავშირი
|
განხორციელების პერიოდი: | 05.12.2005 - 05.04.2007 |
პროექტის მიზნები: |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 5 რაიონის (ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის და ქობულეთის) ბიუჯეტების მონიტორინგი;
1. ბიუჯეტისა და საბიუჯეტო პროსეცების კანონშესაბამისობაში მოყვანის მიღწევა; 2. რაიონის მოსახლეობის ცოდნის ამაღლება შესაბამის რაიონების ბიუჯეტისა და მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებში; 3. საზოგადოების ჩართულობის, აქტიურობის გაზრდა საბიუჯეტო პროცესებში და სარეზერვო ფონდის მონიტორინგში; 4. კორუფციული მექანიზმებისა და ფაქტების გამოვლენა და ბრძოლა მათ წინააღმდეგ; 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების დონის გაზრდა; 6. საზოგადოებაში ანტიკორუფციული კლიმატის ჩამოყალიბების ხელშექწყობა. |
პროექტის შედეგები: |
პროექტის რეალიზაციის შედეგად სამიზნე ჯგუფებში მიღწეულ იქნა შემდეგი მდგრადი პროგრესი:
1. ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის და ქობულეთის რიონში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესი (შედგენა, დამტკიცება და მართვა) გახდა გამჭვირვალე; 2. ჩამოყალიბდა უკუკავშირის მექანიზმები მუნიციპალიტეტის საკრებულოებს, გამგეობებსა და მოქალაქეებს შორის; 3. დამტკიცდა ახალი სამართლებირივ ბაზა, დარეგულირდა მიმდინარე საბიუჯეტო პროცესი; 4. გაუმჯობესებულ იქნა საბიუჯეტო ფონდის კონტროლისა და მართვის ეფექტური მეთოდები; 5. აღმოფხვრილ იქნა არსებული კორუფციული მექანიზმები; 6. გაიზარდა ადგილობრივი მესამე სექტორის როლი საბიუჯეტო საქმიანობაში; 7. განვითრდა საზოგადოების თანამონაწილეობის მექანიზმები საბიუჯეტო პროცესში; 8. გაიზარდა სამოქალაქო საქმიანობა და მათი გავლენა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე. |