საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის“ (ENI) მიერ.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმი „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით.
კონსორციუმში შედიან: საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტი“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ (YSUI, საქართველო), ასოციაცია „ათინათი“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკა“ (საქართველო).
პროექტის ამოცანები:
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) შესაძლებლობების გაზრდა, ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის“ შესახებ შეთანხმების (DCFTA) პროცესის და საქართველოსთვის მცირე და საშუალო მეწარმოების განვითარების სტრატეგიის განხორციელების თანადროულად. ამ მიზნით, დაგეგმილია ტრენინგების სერიის ჩატარება ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის (CSO), რომლებიც შემდგომ თავად მიაწვდიან ინფორმაციას და გაუწევენ კონსულტაციებს მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე და ასევე ხელს შეუწყობენ DCFTA-ს ფარგლებში ურთიერთ თანამშრომლობის განვითარებას სახელმწიფო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნესის ხელშემწყობ ორგანიზაციებსა და მცირე და საშუალო საწარმოებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:
ტრეინინგი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებასა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ შეთანხმების ზოგადი საკითხების გარშემო.
შემდგომ ეტაპზე ტრეინინგში მონაწილე ორგანიზაციებისთვის გამოცხადდება მცირე საგრანტო კონკურსი. ორგანიზაციები მიიღებენ დაფინანსებას, რათა მათ მოახდინონ საზოგადოების ინფორმირება და გაუწიონ კონსულტაციები მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA-სთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხელი შეუწყონ სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის ხელშემწყობი ორგანიზაციების და მცირე და საშუალო საწარმოების ურთიერთთანამშრომლობას DCFTA-ისთან დაკავშირებულ საკითხებში.